ქარცივაძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დიპლომატები]]
 
[[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:დიპლომატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:ალიონელები]]
 
[[კატეგორია:ალიონელები]]
 
[[კატეგორია:ქარცივაძეები]]
 
[[კატეგორია:ქარცივაძეები]]
[[კატეგორია:დიპლომატები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 

01:03, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ნიკოლოზ ქარცივაძე

ქარცივაძე ნიკოლოზ იოთამის ძე - (1884, სოფ. გოგიეთი, ოზურგეთის მაზრა - 09.VII.1937) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1918), დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1921). სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (1904-1925 წლებში), ეკუთვნოდა „ალიონელ-ავტონომისტთა“ ჯგუფს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1920 იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა არალეგალურ საქმიანობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის პარიტეტული კომიტეტის წევრი (1922) და თავმჯდომარე (1923-დან). დაპატიმრებული იყო ჩეკას მიერ (1923, 1924), შემდგომ კი - გადასახლებული (1934-მდე). მესამედ დააპატიმრეს 1937 წლის იანვარში. დაპატიმრებისას მუშაობდა საქართველო სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საგეგმო სექტორის უფროს ეკონომისტად. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეციალურმა სესიამ გაასამართლა 58-ე მუხლით და მიუსაჯა დახვრეტა. მისი მეუღლე თამარ შარაშიძე შუა აზიაში გადაასახლეს. რეაბილიტირებული იყო 1958.

ბონდო კუპატაძე


ლიტერატურა

სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონულ მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები