აგლაძე ლავრენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აგლაძე ლავრენტი ალექსის ძე''' (1884, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მა...) |
16:09, 10 სექტემბერი 2020-ის ვერსია
აგლაძე ლავრენტი ალექსის ძე (1884, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფელი ბარი, — ქ. 1958, თბილისი), ქვაზე კვეთისა და ჩუქურთმის ოსტატი. 1897-1913 წლებში სწავლობდა და მუშაობდა ბაქოში იტალიელ ოსტატ ფრანზის ქვის სახელოსნოში. 1913 წლიდან თბილისში მუშაობდა ნეოფიტე აგლაძის სახელოსნოში. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობის ფასადის მოკაზმვაში (სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, სასტუმრო „მაჟესტიკი“, ფუნიკულიორის ზედა სადგური, კინოთეატრი „რუსთაველი“ და სხვ.).
გ. მარსაგიშვილი