ქვემო ნიჩბისის ციხე-დარბაზი
(ახალი გვერდი: '''ქვემო ნიჩბისის ციხე-დარბაზი''' - არქიტექტურული ძეგლი მდებარ...) |
15:28, 1 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
ქვემო ნიჩბისის ციხე-დარბაზი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიჩბისის ჩრდილოეთით, მდინარე ნიჩბურის მაჯვენა ნაპირას, ფერდობზე. თარიღდება XVII საუკუნით. ციხე-დარბაზი ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს.კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია დააბანო. ამჟანად შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა.
გალავანი
გალავანი ოთხკუთხაა. ყველაზე კარგად შემორჩენილია სამხრეთის კედელი. მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში, საბრძოლო ბილიკის დონეზე, შორიშორს განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. თაღოვანი ჭიშკარი(გადაკეთებულია) სამხრეთ-დასავლეთითაა. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთ კედელში ორი კოშკია - ცილინდრული და სწორკუთხა. ერთი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია, მეორე ჩრდილოეთ კუთხეში.
კოშკი
ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას. შესასვლელი მესამე სართულზეა. აქ, პატარა ტამბურში, მესამე სართულზე ასასვლელი კიბე და მეორე სართულის სათავსებში შესასვლელი კარია. სართულებს ისრული გადახურვა აქვთ. ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.