ქვემო ნიჩბისის ციხე-დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო ნიჩბისის ციხე-დარბაზი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიჩბისის ჩრდილოეთით, მდინარე ნიჩბურის მაჯვენა ნაპირას, ფერდობზე. თარიღდება XVII საუკუნით. ციხე-დარბაზი ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟანად შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა.

სარჩევი

გალავანი

გალავანი ოთხკუთხაა. ყველაზე კარგად შემორჩენილია სამხრეთის კედელი. მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში, საბრძოლო ბილიკის დონეზე, შორიშორს განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. თაღოვანი ჭიშკარი (გადაკეთებულია) სამხრეთ-დასავლეთითაა. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთ კედელში ორი კოშკია - ცილინდრული და სწორკუთხა. ერთი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია, მეორე ჩრდილოეთ კუთხეში.

კოშკი

ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას. შესასვლელი მეორე სართულზეა. აქ, პატარა ტამბურში, მესამე სართულზე ასასვლელი კიბე და მეორე სართულის სათავსებში შესასვლელი კარია. სართულებს ისრული გადახურვა აქვთ. ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.

აბანო

აბანო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია.პატარა ტამბური კარით უკავშირდება გეგმით კვადრატულ, სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ერთი ბუხარია, ხოლო ცენტრში - აუზი. გასასვლელი გადის ტალანში, რომლის ბოლოებში პატარა დამხმარე სათავსებია, ტალანიდან სფერული კამარით გადახურულ საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკის ერთი მესამედი ცოტათი აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. წყალი ამ აუზში კედლის ნიშში მოწყობილი პატარა აუზიდან მოდიოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები