იკარიოსი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''იკარიოსი''' – ''(ბერძნ.)'' '''1.''' ათენელი მწყემსი, რომელიც მარათონის მახლობლად ცხოვრობდა მეფე [[პანდიონი]]ს მმართველობის ჟამს. | + | '''იკარიოსი''' – ''(ბერძნ.)'' ''' |
+ | |||
+ | 1.''' ათენელი მწყემსი, რომელიც მარათონის მახლობლად ცხოვრობდა მეფე [[პანდიონი]]ს მმართველობის ჟამს. | ||
იკარიოსმა გულწრფელი სიხარულით უმასპინძლა ღმერთ [[დიონისე]]ს, რომელმაც მას ამის გამო ვაზის რტო უბოძა და მისი | იკარიოსმა გულწრფელი სიხარულით უმასპინძლა ღმერთ [[დიონისე]]ს, რომელმაც მას ამის გამო ვაზის რტო უბოძა და მისი | ||
ხაზი 8: | ხაზი 10: | ||
მხოლოდ მაშინ დაცხრა იგი, როდესაც ატიკელებმა იკარიოსი და ერიგონე გმირებად შერაცხეს და სათანადო პატივი მიაგეს. | მხოლოდ მაშინ დაცხრა იგი, როდესაც ატიკელებმა იკარიოსი და ერიგონე გმირებად შერაცხეს და სათანადო პატივი მიაგეს. | ||
იკარიოსი, ერიგონე და მერა მენახირეს, ქალწულისა და დიდი ძაღლის თანავარსკვლავედებად გარდაისახნენ. იკარიოსისა და | იკარიოსი, ერიგონე და მერა მენახირეს, ქალწულისა და დიდი ძაღლის თანავარსკვლავედებად გარდაისახნენ. იკარიოსისა და | ||
− | ერიგონეს პატივსადებად ყოველწლიურად იმართებოდა ზეიმები, რომლის დროსაც ხეებზე მათ გამოსახულებებს გამოაფენდნენ | + | ერიგონეს პატივსადებად ყოველწლიურად იმართებოდა ზეიმები, რომლის დროსაც ხეებზე მათ გამოსახულებებს გამოაფენდნენ ხოლმე ატიკელები. |
− | ხოლმე ატიკელები. | + | |
'''2.''' სპარტის მეფე [[ტინდარეოსი]]ს ძმა, [[პენელოპე]]ს მამა. | '''2.''' სპარტის მეფე [[ტინდარეოსი]]ს ძმა, [[პენელოპე]]ს მამა. |
17:22, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია
იკარიოსი – (ბერძნ.)
1. ათენელი მწყემსი, რომელიც მარათონის მახლობლად ცხოვრობდა მეფე პანდიონის მმართველობის ჟამს.
იკარიოსმა გულწრფელი სიხარულით უმასპინძლა ღმერთ დიონისეს, რომელმაც მას ამის გამო ვაზის რტო უბოძა და მისი მოვლის საიდუმლოს აზიარა (სხვა ვერსიით, დიონისემ მწყემსს ღვინით სავსე გუდა აჩუქა). როდესაც იკარიოსმა ღვინო დაწურა, მწყემსები იხმო და თავისი ნახელავით გაუმასპინძლდა. სტუმრები დათვრნენ, იფიქრეს, რომ მოიწამლნენ და განრისხებულებმა მოკლეს იკარიოსი. მისი გვამი კი ხის ქვეშ დაფლეს. იკარიოსის ასულმა ერიგონემ თავისი ძაღლის, მერას დახმარებით მიაგნო მამის საფლავს და სასოწარკვეთილმა თავი ჩამოიხრჩო. დიონისე განრისხდა და მთელ ატიკას შავი ჭირის სენი მოუვლინა. მხოლოდ მაშინ დაცხრა იგი, როდესაც ატიკელებმა იკარიოსი და ერიგონე გმირებად შერაცხეს და სათანადო პატივი მიაგეს. იკარიოსი, ერიგონე და მერა მენახირეს, ქალწულისა და დიდი ძაღლის თანავარსკვლავედებად გარდაისახნენ. იკარიოსისა და ერიგონეს პატივსადებად ყოველწლიურად იმართებოდა ზეიმები, რომლის დროსაც ხეებზე მათ გამოსახულებებს გამოაფენდნენ ხოლმე ატიკელები.
2. სპარტის მეფე ტინდარეოსის ძმა, პენელოპეს მამა.