ფობეტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფობეტორი''' – ''(ბერძნ.)'' „საფრთხობელა“. დიდი პოეტის, ოვიდიუსის...) |
01:07, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ფობეტორი – (ბერძნ.) „საფრთხობელა“. დიდი პოეტის, ოვიდიუსის თანახმად, ფობეტორი ჰიპნოსის ძეა, ფანტასოსის და მორფევსის ძმა.
ფანტასოსი მოკვდავებს ძილში უსულო საგნების სახით ეცხადება, მორფევსი – ადამიანის სახით, ფობეტორი კი – ფრინველთა, ცხოველთა და გველის სახეს იღებს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას „საფრთხობელა“.