ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია“ გადაიტა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF)“ გადაი...) |
13:43, 27 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია - საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცა. ზამთრის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაცია (AIOWF) აერთიანებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტულ ფედერაციებს, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.
AIOWF-ი დაარსდა 1982 წელს. AIOWF-ში შედის შვიდი ფედერაცია. AIOWF-ი მჭიდროდ თანამშრომლობს ზამთრის ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან, ასევე, საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალურ ასოციაციასთან (GAISF) დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.
AIOWF-ი მიზნებში შედის: მის წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხარდაჭერა, ზამთრის სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და სხვ. AIOWF-ი თავის წარმომადგენლებს წარადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კომისიებში და სათათბიროსაკონსულტაციო ინსტიტუტებში. ასოციაციას მართავს პრეზიდენტისგან და ოთხი წევრისგან შემდგარი საბჭო, რომლებიც თავის მხრივ, სხვადასხვა ფედერაციას წარმოადგენენ.