დედაბრული კვანძი
(ახალი გვერდი: დედაბრული კვანძი [[ფაილი:Dedabruli2.jpg|thumb|350px|დედაბრუ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Dedabruli1.jpg|left|300px|დედაბრული კვანძი]] | [[ფაილი:Dedabruli1.jpg|left|300px|დედაბრული კვანძი]] | ||
[[ფაილი:Dedabruli2.jpg|thumb|350px|დედაბრული კვანძი]] | [[ფაილი:Dedabruli2.jpg|thumb|350px|დედაბრული კვანძი]] | ||
| − | '''დედაბრული კვანძი''' | + | '''დედაბრული კვანძი''' - ეს არის ერთმანეთის მიმდევრობით, ერთიმეორეზე, ერთიდაიმავე მიმართულებით შეკრული ორი ნახევარკვანძი. |
| − | + | ||
| − | ეს არის ერთმანეთის მიმდევრობით, ერთიმეორეზე, ერთიდაიმავე მიმართულებით შეკრული ორი ნახევარკვანძი. | + | |
| ხაზი 16: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; | + | ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; |
[[კატეგორია:საზღვაო კვანძები]] | [[კატეგორია:საზღვაო კვანძები]] | ||
15:34, 13 დეკემბერი 2016-ის ვერსია
დედაბრული კვანძი - ეს არის ერთმანეთის მიმდევრობით, ერთიმეორეზე, ერთიდაიმავე მიმართულებით შეკრული ორი ნახევარკვანძი.
ამ კვანძს ქალები იყენებენ თავშალის გამოსაკვანძად და დასახელებაც ამით არის განპირობებული. დედაბრული კვანძი მეტი არაფერში გამოდგება და უფრო იმის ნიმუშია, რაც საზღვაო საქმეში არასოდეს უნდა გამოვიყენოთ. შემთხვევითი არაა, რომ ამ კვანძს აგრეთვე “სულელურს” და “ყალბს” უწოდებენ. ეს კვანძი სრიალებს და არ იკვრება, ხოლო თუ შეიკრა, მისი გახსნა, ხშირად, შეუძლებელია.
ამ კვანძს ზემოთ ნათქვამი მუხანათური თვისებების გამო, ზღვაში თუ ხმელეთზე ბევრი უბედურება დაუტრიალებია და მრავალი სიცოცხლეც შეუწირავს. ცხოვრების ირონიით, სატაკელაჟო საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თუ კვანძის შეკვრა დასჭირდა, როგორც წესი, ის ამ კვანძს იყენებს. ზოგჯერ მისი გამოყენებით არაფერი შავდება, მაგრამ ის ყოველთვის უვარგისია სხვადასხვა დიამეტრის თოკების გადასბმელად. სამწუხაროდ, ამ კვანძს ბევრი იყენებს, რადგანაც ზემოთქმულის შესახებ არაფერი იცის.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;
