ური
(ახალი გვერდი: '''ური''' – შუმერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ქვეყნი...) |
|||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქალაქები]] |
14:02, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ური – შუმერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე; შუმერის სახელგანთქმული დინასტიის (ე.წ. III დინასტიის – დაახლ. 2112-2004 ძვ.წ.) სატახტო ქალაქი, მთვარის ღმერთის, სინის მთავარი საკულტო ცენტრი, რომლის დაარსება კოსმოგონიურ ხანაშია წარმოდგენილი: „ქალაქი, რომელიც ზღვასავით თავისთავად დაფუძნდა“. ური და მისი ტაძარი (ექიშნუნგალი) მითოსურად გაიგივებულია ბოსელ-ფარეხთან და იწოდება „ფურმრავალ, ფართო ბოსლად“, რომლის მწყემსია თავად მთვარის ღმერთი. ერთი შუმერული ჰიმნი ამგვარად აქებს ურს: „საუკეთესო ხვედრის ქალაქი, მეუფების დიდი საყდარი; ტაძარი-ური, შუმერის სამეთაუროდ აგებული. ქალაქი დიდკედლებიანი, აბზუდან ამოზრდილი; ქალაქი ცასავით გამშვენებული, სიუხვით დატვირთული და ფერად-ფერადად შემკობილი...“
ური, „ქალდეველთა ურის“ სახელწოდებით, ებრაელი ხალხის მამამთავრის, აბრაამის სამშობლოა, საიდანაც მისი საგვარეულო ღვთის განგებით ქანაანში გადასახლდა (დაბ. 11:31). ცნობილია ურის დიდი ზიკურათი, საფეხუროვანი კოშკი, რომელიც ათასი წლის მანძილზე შენდებოდა და, მაინც ვერ დასრულდა.
იგი ბიბლიური ბაბილონის გოდოლის პროტოტიპია.