ბედიის გულანი
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* [[ბედიის მონასტერი]] | * [[ბედიის მონასტერი]] | ||
* [[ბედიის ბარძიმი]] | * [[ბედიის ბარძიმი]] | ||
| − | + | *[https://civiledu.wordpress.com/2021/03/29/%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/ ბედიის გულანი] | |
==წყარო== | ==წყარო== | ||
* კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია. | * კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია. | ||
[[კატეგორია:ქართული ხელნაწერები]] | [[კატეგორია:ქართული ხელნაწერები]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]] | [[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]] | ||
13:52, 29 მარტი 2021-ის ვერსია
ბედიის გულანი - წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერ ძეგლს. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვ.
გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ბედიის გულანი შეიცავს 960 ფურცელს, მინიატურის ზომაა 45,5 სმ. X 33,5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე ნუსხური დამწერლობით, ორ სვეტად, ლამაზი გაკრული ხელით. მელანი შავია, სათაურები გამოყოფილია სინგურით.
ამჟამინდელი მდგომარეობა
ბედიის გულანი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ინახება.
იხილეთ აგრეთვე
წყარო
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.