კარნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კარნა''' – ''(რომ.)'' მონადირე ნიმფა. რომაული მითოსის თ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:რომაული მითები]] | [[კატეგორია:რომაული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ნიმფები]] | ||
16:09, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია
კარნა – (რომ.) მონადირე ნიმფა.
რომაული მითოსის თანახმად, კარნა მის უკან მდევარ ჭაბუკებს შეიტყუებდა ხოლმე ბნელ მღვიმეში, თავად კი იდუმალ უჩინარდებოდა. ერთადერთი, ვისი მოტყუებაც ვერ შეძლო, ორსახა იანუსი იყო, რადგანაც ეს ღვთაება იმზირებოდა არა მხოლოდ წინ, არამედ უკანაც. იანუსმა შეიყვარა კარნა და კარის ანჯამებზე მეუფება მიანიჭა.
რომაელები კარნას მიწისქვეშა ღვთაებადაც მიიჩნევდნენ. იგი იყო აგრეთვე ბავშვთა და ადამიანის სხეულის ასოთა მფარველი ქალღმერთიც. კარნას პატივსადებად იმართებოდა ზეიმი, რომელსაც კარნარიებად მოიხსენებენ. ამ დროს წინაპართა საფლავებს ამკობდნენ ყვავილებით.