აქცენტი (მუსიკაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აქცენტი (მუსიკაში)“ გადაიტანა გვერდზე „მუსიკალური აქცენტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუსიკალური აქცენტი“ გადაიტანა გვერდზე „აქცენტი (მუსიკაში)“ გა...) |
01:23, 27 მაისი 2021-ის ვერსია
აქცენტი - (ლათ. accentus მახვილი) რომელიმე ბგერის, აკორდის ან ტაქტის ნაწილის მძლავრად, ხაზგასმით გამოყოფა. აღინიშნება ნიშნებით >, v, sf, და სხვ. ნიშნები დაისმება ნოტის ან აკორდის ზევით ან ქვევით. მეტრული აქცენტი განსაკუთრებული ნიშნით არ აღინიშნება.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")