ჯვარი წინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯვარი წინა''' – საწესო სიმღერა, გავრცელებული კახეთში, სამცხე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჯვარი წინა''' – საწესო სიმღერა, გავრცელებული კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ხევში, თუშეთში, ფშავში და სხვ. სრულდებოდა ვაჟის სახლში გამართულ ქორწილში კერიის ირგვლივ ნეფე-დედოფლისა და მაყრიონის საწესო
+
'''ჯვარი წინა''' – საწესო სიმღერა, გავრცელებული კახეთში, [[სამცხე]]-ჯავახეთში, ხევში, თუშეთში, ფშავში და სხვ. სრულდებოდა ვაჟის სახლში გამართულ ქორწილში კერიის ირგვლივ ნეფე-დედოფლისა და მაყრიონის საწესო შემოვლის დროს.  
შემოვლის დროს.  
+
  
 
გ. თედორაძის თანახმად, ფშავში „ჯვარი წინას” შემდეგი წესის დაცვით მღეროდნენ: ნეფის სახლში შესვლისას ორ ჯგუფად გაყოფილი მაყრიონი კერიის ორ მხარეს ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგდებოდა.
 
გ. თედორაძის თანახმად, ფშავში „ჯვარი წინას” შემდეგი წესის დაცვით მღეროდნენ: ნეფის სახლში შესვლისას ორ ჯგუფად გაყოფილი მაყრიონი კერიის ორ მხარეს ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგდებოდა.
ხაზი 18: ხაზი 17:
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
„[[კუჩხა ბედინერა]]“
 
„[[კუჩხა ბედინერა]]“
 +
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
*გ. თედორაძე. ხუთი წელი ფშავხევსურეთში. თბ., 1930. გვ. 153-155;  
 
*გ. თედორაძე. ხუთი წელი ფშავხევსურეთში. თბ., 1930. გვ. 153-155;  

15:04, 8 ივლისი 2021-ის ვერსია

ჯვარი წინა – საწესო სიმღერა, გავრცელებული კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ხევში, თუშეთში, ფშავში და სხვ. სრულდებოდა ვაჟის სახლში გამართულ ქორწილში კერიის ირგვლივ ნეფე-დედოფლისა და მაყრიონის საწესო შემოვლის დროს.

გ. თედორაძის თანახმად, ფშავში „ჯვარი წინას” შემდეგი წესის დაცვით მღეროდნენ: ნეფის სახლში შესვლისას ორ ჯგუფად გაყოფილი მაყრიონი კერიის ორ მხარეს ერთმანეთის მოპირდაპირედ განლაგდებოდა. ნეფე-დედოფლის, მდადისა და მაყრების მიერ კერის ირგვლივ სამჯერ შემოვლისას ორივე ჯგუფი სიძე-პატარძალს ერთი და იმავე სიტყვების განმეორებით სამერმისო ბედნიერების სიმღერას – „ჯვარი წინას“ – უძღვნიან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში სიმღერა წმ. გიორგისადმი არის მიმართული:

ჯვარი წინასაო, ჯვარი წინასაო.

::ანგელოზები მარჯვნივ მხარესაო.

სამოცდასამი წმინდა გიორგი
თუ დასწერს ჯვარსა ჩვენს ნეფიონსაო“.

ვარიანტი:

„ვინ დასწერს ჯვარსა, ჩვენს ნეფიონთა,
წმინდა გიორგი,
ის დასწერს ჯვარსა ჩვენს ნეფიონთა“.

ე. ვირსალაძის აზრით, „ამ სიმღერით კერის გარშემო ნეფიონის შემოვლა, როგორც ჩანს, ძველი ქართული საქორწინო რიტუალის ძირითად მომენტს წარმოადგენდა და ქრისტიანული ქორწილის რიტუალზე ბევრად ძველი იყო“. სპეციალისტთა შეხედულებით, აღნიშნული სიმღერა შესრულების ადგილის, წესისა და მელოდიური ქსოვილის ინტონაციით გენეტიკურ კავშირს ავლენს მეგრულ საქორწილო სიმღერასთან.

იხილე აგრეთვე

კუჩხა ბედინერა“

ლიტერატურა

  • გ. თედორაძე. ხუთი წელი ფშავხევსურეთში. თბ., 1930. გვ. 153-155;
  • თ. იველაშვილი. საქორწინო წეს-ჩვეულებანი საქართველოში. თბ., 1999, გვ. 217;
  • ქ. ჭითანავა. მეგრული სიმღერა „კუჩხა ბედინერა“ // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის XXIII. თბ., 1987. გვ., 255-260;
  • ე. ვირსალაძე. ქართული სამონადირეო ეპოსი. თბ., 1964, გვ. 149;
  • Д. Аракишвили. Грузинское наролное музыкальное творчество // Оттиски из V т. Трудов МЭК. С. 147;


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები