გენერალ-ბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გენერალ-ბანი“ გადაიტანა გვერდზე „ბასო-კონტინუო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბასო-კონტინუო“ გადაიტანა გვერდზე „გენერალ-ბანი“ გადამისამართ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:49, 21 ივლისი 2021 მდგომარეობით

ბასო-კონტინუო, გენერალ-ბანი – ქვედა ხმა ჰარმონიის მითითებით, რომელიც აღნიშნულია ციფრებით ყოველი ბგერის ქვეშ. ამ გვარი „ციფრირებული ბანის“ მეშვეობით შემსრულებელი აგებდა აკორდებს; ავსებდა შუა ხმებს ხმათა მოძრაობის ნორმების დაცვით და ამკობდა აკორდებს „ფიგურაციის“ ხერხებით. ბასო-კონტინუო როგორც ტექნიკური ხერხი და მუსიკის შეთხზვის მეთოდი გავრცელებული იყო „ჰომოფონიურ-ჰარმონიული წყობის“ ჩამოყალიბების პერიოდში (XVI-XVIII სს), შემსრულებლის და კომპოზიტორის აუცილებელი პროფესიული ჩვევის სახით.

გენერალ-ბანი პრაქტიკა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ძველად გავრცელებულ „იმპროვიზაციის“ ხელოვნებასთან. ტერმინი ბასო კონტინუო გამოიყენებოდა XIX ს. მუს. თეორიაში ჰარმონიის დისციპლინის აღსანიშნავად. ამჟამად „ციფრირებული ბანი“ დამხმარე ტექნიკური ხერხია ჰარმონიის სწავლების დროს.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები