კინომუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კინომუსიკა“ გადაიტანა გვერდზე „კინოფილმის მუსიკა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კინოფილმის მუსიკა“ გადაიტანა გვერდზე „კინომუსიკა“ გადამისამ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:36, 5 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
კინომუსიკა, (კინოფილმის მუსიკა) – ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა, რომელიც გამოიყენება კინოფილმებში. მუსიკა კინოს გაჩენის დღიდან ახლავს, მექანიკური საშუალებებით (გრამაფონი, ორკესტრიონი) შესრულებული მუსიკა სასიამოვნო ფონს ქმნიდა, ახშობდა საპროექციო აპარატის ხმაურს, ხმოვანი კინოს გაჩენისთანავე სპეციალური აპარატურის წყალობით მუსიკას ფილმის გადაღებისას იწერენ, თანდათანობით მუსიკა რეჟისორული ჩანაფიქრის შემადგენელ ნაწილად იქცა. იგი ორგანულად დაუკავშირდა სიუჟეტს, ხელს უწყობს გმირის მხატვრული სახის გახსნას, მისი სულიერი მდგომარეობის გადმოცემას და ა.შ.