მუსიკალური თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მუსიკალური თერაპია''' – მკურნალობა მუსიკის მეშვეობით. ძველ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:55, 5 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით

მუსიკალური თერაპია – მკურნალობა მუსიკის მეშვეობით. ძველთაგანვე ცნობილია, რომ მუსიკა დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანებისა და ცხოველების ქცევაზე. სხვადასხვა სახის ბგერები, მათ შორის მუსიკალური ბგერები ზემოქმედებას ახდენენ და ცვლიან სისხლის წნევას, მაჯისცემის სიხშირეს და ა.შ. მუსიკალურ თერაპიას იყენებენ დარღვეული ფსიქოლოგიური წონასწორობის მქონე და სულით ავადმყოფთა მკურნალობის დროს, რიტმის, ჰარმონიის და მელოდიის თვალსაზრისით სპეციალურად შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებები ხელს უწყობენ ავადმყოფთა ნორმალური კავშირის აღდგენას გარემო სამყაროსთან. დადებით გავლენას ახდენს მუსიკალური თერაპია გულ-სისხლ-ძარღვოვანი სისტემის დაავადებებზე, ჰიპერტონიაზე და სხვ.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები