ოფიცრის საშტაბო კულტურა
(ახალი გვერდი: '''ოფიცრის საშტაბო კულტურა''' - იმ პროფესიული და პიროვნული თვი...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ოფიცრის საშტაბო კულტურა''' - იმ პროფესიული და პიროვნული თვისებების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს [[ჯარების მართვა|ჯარების მართვის]] ამოცანების გადაწყვეტისათვის [[ოფიცერი|ოფიცრის]] მომზადებისა და უნარის დონეს. | + | '''ოფიცრის საშტაბო კულტურა''' - იმ პროფესიული და პიროვნული თვისებების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს [[ჯარების მართვა|ჯარების მართვის]] ამოცანების გადაწყვეტისათვის [[ოფიცერი|ოფიცრის]] მომზადებისა და [[უნარი|უნარის]] დონეს. |
ოფიცრის საშტაბო კულტურის გამოხატულებაა პროფესიონალიზმი; ოპერატიული და შეთანხმებული მუშაობა; ინიციატივა; დიდი მოცულობის ამოცანების მოკლე ვადაში შესრულების უნარი; დოკუმენტების გაფორმების, | ოფიცრის საშტაბო კულტურის გამოხატულებაა პროფესიონალიზმი; ოპერატიული და შეთანხმებული მუშაობა; ინიციატივა; დიდი მოცულობის ამოცანების მოკლე ვადაში შესრულების უნარი; დოკუმენტების გაფორმების, |
მიმდინარე ცვლილება 00:00, 5 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
ოფიცრის საშტაბო კულტურა - იმ პროფესიული და პიროვნული თვისებების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ჯარების მართვის ამოცანების გადაწყვეტისათვის ოფიცრის მომზადებისა და უნარის დონეს.
ოფიცრის საშტაბო კულტურის გამოხატულებაა პროფესიონალიზმი; ოპერატიული და შეთანხმებული მუშაობა; ინიციატივა; დიდი მოცულობის ამოცანების მოკლე ვადაში შესრულების უნარი; დოკუმენტების გაფორმების, გაცემული ბრძანებისა და განკარგულებების სიზუსტე, მკაფიოობა და ლაკონიურობა, მართვის ტექნიკური საშუალებების ეფექტური გამოყენება.
ოფიცრის საშტაბო კულტურა შტაბებისა და მართვის სხვა ორგანოების ოფიცრებისაგან მოითხოვს ვითარების მუდმივ ცოდნას და მისი სწრაფად გაანალიზების უნარს; ოპერატიულ-ტაქტიკური გაანგარიშებების ოპერატიულად და ხარისხიანად შესრულებას; გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნების გამოტანას; კავშირის დამყარებას ქვეშევრდომებთან და მართვის ზემდგომ ორგანოებთან; ჯარებამდე (ძალებამდე) საბრძოლო ამოცანების დროულად დაყვანას; საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებას, ბრძანებებისა დაგანკარგულებების შესრულების კონტროლს. ოფიცრის საშტაბო კულტურა იხვეწება ყოველდღიური სამსახურის პროცესში: მეცადინეობების, წვრთნების დროს, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში.