დოსენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დოსენი''' – ძველრომაული ატელანის ტრადიციული სახე-...) |
18:01, 10 ნოემბერი 2021-ის ვერსია
დოსენი – ძველრომაული ატელანის ტრადიციული სახე-ნიღაბი. დოსენის გარეგნული დამახასიათებელი ნიშანია კუზი. დოსენი თაღლითის იერსახეა, სწავლულ ბრძენკაცად ასაღებს თავს, ხელს ითბობს ირგვლივ მყოფთა ნდობითა და სულელური მიამიტობით. დოსენი პროტოტიპია იტალიურ კომედია „დელ არტეს“ პერსონაჟ ცრუმეცნიერ შარლატანი დოქტორისა.