ელექტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Eleqtra.jpg|thumb|250პქ|<small>'''ელექტრა, ორესტესი და პილადესი აგამემნონის საფლავთან'''. <br />კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 350-340 წ.წ.), ნეაპოლი, ეროვნული მუზეუმი</small>]]
+
[[ფაილი:Eleqtra.jpg|thumb|250პქ|<small>'''ელექტრა, ორესტესი და პილადესი აგამემნონის საფლავთან'''. <br />კრატერის [[ფერწერა]] (ძვ.წ. 350-340 წ.წ.), ნეაპოლი, ეროვნული მუზეუმი</small>]]
 
'''ელექტრა''' – ''(ბერძნ.)'' [[აგამემნონი]]სა და [[კლიტემნესტრა]]ს ასული, [[ორესტესი]]სა და [[იფიგენია]]ს და. (მითოსის ადრეულ ვარიანტებში მისი სახელია ლაოდიკე).
 
'''ელექტრა''' – ''(ბერძნ.)'' [[აგამემნონი]]სა და [[კლიტემნესტრა]]ს ასული, [[ორესტესი]]სა და [[იფიგენია]]ს და. (მითოსის ადრეულ ვარიანტებში მისი სახელია ლაოდიკე).
  

მიმდინარე ცვლილება 19:57, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

ელექტრა, ორესტესი და პილადესი აგამემნონის საფლავთან.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 350-340 წ.წ.), ნეაპოლი, ეროვნული მუზეუმი

ელექტრა(ბერძნ.) აგამემნონისა და კლიტემნესტრას ასული, ორესტესისა და იფიგენიას და. (მითოსის ადრეულ ვარიანტებში მისი სახელია ლაოდიკე).

როდესაც კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთოსმა ვერაგულად მოკლეს ტროადან დიდებით დაბრუნებული აგამემნონი, ელექტრამ თავისი ძმა, ორესტესი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, მიკენიდან შორს გადამალა. სასახლეში დარჩენილი ელექტრა თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მან წააქეზა ორესტესი, შური ეძია მამის მკვლელობისათვის. აგამემნონის გარდაცვალებიდან მერვე წელს ორესტესი თავის მეგობარ პილადესსთან ერთად დაბრუნდა მიკენში და სიცოცხლეს გამოასალმა კლიტემნესტრა და ეგისთოსი. ამის გამო მას სდევნიდნენ ერინიები, შურისძიების ღვთაებები. მალე იგი აპოლონმა განწმინდა დაღვრილი სისხლისაგან. ელექტრა კი ცოლად გაჰყვა მის მეგობარ პილადესს.

მიკენში არსებობდა ელექტრას კულტი. მის ბედს მიუძღვნეს თავისი ტრაგედიები ესქილემ („ქოეფორები“), სოფოკლემ („ელექტრა“) და ევრიპიდემ („ელექტრა“). ხშირად აცოცხლებდნენ ელექტრას სახეს თანამედროვე მწერლებიც (ბოდმერი, ფონ გოფმან-სტალი, სუარესი, ონილი, ჟიროდუ, სარტრი, ჰაუპტმანი).




[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები