ტიტიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Apoloni titiosi da gea.jpg|thumb|200პქ|'''აპოლონი, ტიტიოსი და გეა.''' <br />კილიქსის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 450 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი]]
+
[[ფაილი:Apoloni titiosi da gea.jpg|thumb|200პქ|'''აპოლონი, ტიტიოსი და გეა.''' <br />კილიქსის [[ფერწერა]] (დაახ. ძვ.წ. 450 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი]]
 
'''ტიტიოსი''' – ''(ბერძნ.)''  
 
'''ტიტიოსი''' – ''(ბერძნ.)''  
  

მიმდინარე ცვლილება 20:12, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

აპოლონი, ტიტიოსი და გეა.
კილიქსის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 450 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი

ტიტიოსი(ბერძნ.)

1. ბუმბერაზი, ზევსისა და ელარეს ძე (ჰომეროსის მიხედვით, გეას ვაჟი).

ტიტიოსი დაიბადა მიწისქვეშეთში, იქ სადაც ზევსმა გადამალა ელარე, ჰერას რომ ზედმეტად არ ეეჭვიანა. დაბადებისთანავე სდევნიდა ჰერა ზევსის უკანონო ვაჟს, რომელსაც მშვენიერი ლეტოს სიყვარული შთააგონა. ერთხელ ტიტიოსი დელფოსკენ მიმავალ ლეტოს დაედევნა და, ალბათ, შეურაცხყოფდა კიდეც, ზევსს რომ არ დაემეხა.

მითოსის სხვა ვერსიით, ტიტიოსი ლეტოს შვილებმა, აპოლონმა და არტემისმა განგმირეს. „ოდისეა“ გვამცნობს, რომ ჰადესში მიწად გაშხლართულ ამ ბუმბერაზს ორი ძერა გამუდმებით უკორტნიდა ღვიძლს.

ტიტიოსის კულტი არსებულა კუნძულ ევბეაზე.

2. ერთ-ერთი გიგანტი, რომელიც გიგანტომაქიაში მონაწილეობდა. პერგამოსის ტაძრის დიდ ფრიზზე ეს გიგანტი გამოსახულია მოკლე ფრთებით, კუდითა და კლანჭებით.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები