ბუი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ბუი '''''ბუი''''' ''(ჰოლ. boei)'', სანაოსნო ვითარების ამსა...) |
11:11, 23 თებერვალი 2016-ის ვერსია
ბუი (ჰოლ. boei), სანაოსნო ვითარების ამსახველი მოტივტივე ნიშანი, რომლის დანიშნულებაა ზღვებში, სრუტეებში, არხებში და პორტებში სახიფათო ადგილების (მეჩეჩების, რიფების, ბანკების და ა.შ.) შემოღობვა. ბები ლითონისგან დამზადებული, ღუზაზე მდგარი კონუსური, სფერული, ცილინდრული ან სხვა ფორმის კონსტრუქციებია. ბზე ზოგჯერ აყენებენ შუქებს, განმასხვავებელ ფიგურებს, რადიოლოკაციურ შუქურამოპასუხეებს, ხმოვან სასიგნალო მოწყობილობებს. მათი შეფერილობა და განათება დამოკიდებულია მცურავი ნიშნების განლაგების მიღებულ სისტემაზე.
