კავალკადა (ცირკი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კავალკადა''' – (ფრანგ. cavalcade, იტალიურიდან - cavalcata - ცხენოსანთა ჯგუფ...) |
13:56, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია
კავალკადა – (ფრანგ. cavalcade, იტალიურიდან - cavalcata - ცხენოსანთა ჯგუფი), მოძრავი ცირკის დასის საზეიმო შემოსვლა ქალაქში. ცნობილია XVIII საუკუნის შუა ხანებიდან. განსაკუთრებით განვითარდა და გახშირდა XIX საუკუნის მე-2 ნახევარში. კავალკადაში მონაწილეობენ სასცენო ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები; ცირკის კავალკადა ჩვეულებრივ ჩერდება ხოლმე ქალაქის ცენტრალურ ადგილას და მსახიობები აჩვენებენ თავიანთ ნომრებს.