კვიკ-სტეპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ფაილი:Samejliso ccekvebi.JPG '''კვიკ-სტეპი''' (სწრაფი ფოქსტროტი) – თანამედ...) |
11:51, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
კვიკ-სტეპი (სწრაფი ფოქსტროტი) – თანამედროვე საერთაშორისო სამეჯლისო ცეკვა. მისი ძირითადი ფიგურები ძალზე მარტივია. სრულდება, მხიარულად, თამამად: ტემპი – 46-48 ტაქტი წუთში. მუსიკალური ზომა – 4/4. პირველი და მესამე თვლა აქცენტირებულია. ადვილი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი შესრულების დროს განეკუთვნება ყოფით ცეკვებს, ხოლო რთული შესრულებით, რთული ფიგურების შესრულების მაღალი კლასის ვარიაციების გამოყენებით – სპორტულ ცეკვებს.