სახიობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სახიობა''' — ძველქართული თეატრის სახე. ტერმინი „სახიობა“ გა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ქართული თეატრი]] | [[კატეგორია:ქართული თეატრი]] | ||
| + | [[კატეგორია:ძველქართული თეატრი]] | ||
22:47, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია
სახიობა — ძველქართული თეატრის სახე. ტერმინი „სახიობა“ გამოიყენებოდა სხვადასხვაგვარ სანახაობათა აღმნიშვნელად. XII—XVIII საუკუნეში ეს სახელწოდება გამოხატავდა სამეფო კარის თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო: დეკლამაცია, სიმღერა, ცეკვა, ჯამბაზების, ჟონგლიორების გამოსვლები, შეჯიბრებები სანახაობითს ჟანრებში. სახიობაში მონაწილეობდნენ სასცენო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: მემღერე - დრამატული მსახიობი, მახიობელი - მიმიკოსი მსახიობი, მგოსანი-მომღერალი, მუსიკოსი - კომპოზიტორი, მროკველი - მოცეკვავე მამაკაცი ან ქალი, მუშაითი - აკრობატი, ჟონგლიორი. ისინი გამოდიოდნენ როგორც საგანგებო სასახიობო შენობებში (სახლი სათამაშო), ისე საჯირითო მოედნებზე სხვადასხვა დღესასწაულების დროს.