სერპენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: სერპენტი '''სერპენტი''' — (ფრანგ.serpent გველი), ტყავგ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:26, 15 დეკემბერი 2021 მდგომარეობით
სერპენტი — (ფრანგ.serpent გველი), ტყავგადაკრული ხის ან ლითონის ჩასაბერი სამუსიკო საკრავი. კლაკნილი კონუსური მილი თანდათან გაფართოებულია ბოლოსკენ (ძაბრისებური ყელბუკის გარეშე), ზედა ბოლოში იდგმებოდა თითბრის მილაკი „სატუჩით“. ნოტირებული იყო ბანის გასაღებში. დიაპაზონი კონტროქტავის „ლა“-დან I ოქტავის „სი ბემოლამდე“ ვრცელდებოდა. გამოიგონეს XVI ს. ბოლოს, გავრცელებული იყო საფრანგეთში, საეკლესიო და სამხედრო მუსიკაში. XIX ს. გამოვიდა ხმარებიდან.