სამხედრო მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო მუსიკა – მუსიკა, რომელიც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამწყობრო სწავლების და მხედრული აღზრდის მიზნებს ემსახურება. მისი საშუალებით ხორციელდება ჯარების შეტყობინება და მართვა. იგი სრულდება პირველ რიგში სამხედრო ორკესტრების ან ცალკეული სამხედრო მუსიკოსის მიერ და სამხედრო რიტუალების განსაკუთრებულ ელემენტს წარმოადგენს. ძირითადი ჟანრია მარში (სამწყობრო, სალაშქრო). სამხედრო მუსიკის ჟანრს განეკუთვნება მხედრული ცერემონიალების მუსიკალური გაფორმება, აგრეთვე სამხედრო-პატრიოტული შინაარსის (სიმფონიები, უვერტიურები) საკონცერტო მუსიკალური ნაწარმოებები და მუსიკა სამხედრო სიმღერებისთვის.