ბიბლიოვიკი
ხაზი 55: | ხაზი 55: | ||
<!--Artigo em destaque--> | <!--Artigo em destaque--> | ||
− | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Kanefora.PNG|thumb|250პქ|მარცხნივ|<small>'''[[კანეფორი|<small> (ბერძ. Κανηφόροι - კალათის მტარებელი)</small>]]'''.]] |
<!--A partir daqui começa comunidade--> | <!--A partir daqui começa comunidade--> |
14:45, 29 დეკემბერი 2021-ის ვერსია
![]() |
ეს არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები.
რჩეული სტატიაჩიჩილაკი - საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით.სრულად...
|
დღის სტატიაკოლხეთის სამეფო - კოლხეთი - ქართული წყაროებით - ეგრისი. დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძენ ავტორებთან სახელი კოლხეთი აღნიშნავდა შავიზღვისპირა ქვეყანას, რომლის ტერიტორია ვრცელდებოდა კავკასიონის ქედიდან ტრაპიზონამდე და აღმოსავლეთით ლიხის ქედამდე. კოლხეთი ძველი კოლხას მემკვიდრეა და აშკარაა, რომ სახელიც აქედან აქვს მიღებული. სახელწოდებას „კოლხიდა“, „კოლხეთი“ ქართული არ იცნობს, ის არანაირი ფორმით თუ სახით არ გვხვდება ქართულ წყაროებში და მწიგნობრული გზით იქნა გადმოტანილი ბერძნების მიერ ნ. ლომოური). ქართველები, ამ უძველეს ქართულ სამეფოს ეგრისს უწოდებდნენ და ვუწოდებთ.სრულად... |
დღის სურათი
|
ღომიღომი - (Setaria italica (L.) P. Beauv). ლაზურად - „ნჩხვა’რ’ი”, ჭანურად - „ღომ-უ’“// „ღომი“, მეგრულად - „ღუმუ’“ // „ჩხვერი“, „ღუმუშ(ი)“ // „ღუმუ“, აფხაზურად - „ახ...ძ“ (მაისაია, 2005, 2009). დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული. ღომის კულტურას ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში.სრულად... |