განა
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
დამოუკიდებლობა მიიღო 1957 წლის 6 მარტს. | დამოუკიდებლობა მიიღო 1957 წლის 6 მარტს. | ||
| − | განა აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია კაკაოს წარმოებაში. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ოქრო, ალმასი, მარგანეცი, ბოქსიტი). | + | განა აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია კაკაოს წარმოებაში. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ოქრო, [[ალმასი]], მარგანეცი, ბოქსიტი). |
'''საზღვაო პორტები''' – თემა, ტაკორადი, აკრა, კეიპკოსტი , სეკონდი. | '''საზღვაო პორტები''' – თემა, ტაკორადი, აკრა, კეიპკოსტი , სეკონდი. | ||
17:06, 13 იანვარი 2022-ის ვერსია
განა – (Ghana – განის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე, დასავლეთით – სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ-დ’ივუარი), ჩრდილო–დასავლეთით – ზემო ვოლტა, აღმოსავლეთით – ტოგო.
ფართობი – 238,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 24,3 მლნ კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. აკრა.
ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. განა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი.
დამოუკიდებლობა მიიღო 1957 წლის 6 მარტს.
განა აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია კაკაოს წარმოებაში. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ოქრო, ალმასი, მარგანეცი, ბოქსიტი).
საზღვაო პორტები – თემა, ტაკორადი, აკრა, კეიპკოსტი , სეკონდი.
საერთაშორისო აეროპორტი – აკრა.
შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა 15,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 11,5 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 2 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
