სასწავლო დავალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სასწავლო დავალება''' - ეს არის სასწავლო პროცესში მიცემული ინ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:41, 18 იანვარი 2022 მდგომარეობით

სასწავლო დავალება - ეს არის სასწავლო პროცესში მიცემული ინსტრუქცია, რომელიც უნდა შეასრულოს მოსწავლემ. დავალებას განასხვავებენ შესრულების ხანგრძლივობის, ფორმის და შესრულების ადგილის მიხედვით. მოკლევადიანია დავალება, რომელიც გულისხმობს მაშინვე შესრულებას.

მოკლევადიანი დავალებებია: ტესტი, დამოუკიდებელი სამუშაო და ა. შ.
გრძელვადიანი დავალებებია: პროექტი, რეფერატი და სხვა დავალებები, რომელზეც მოსწავლე ხანგრძლივად მუშაობს.

შესრულების ადგილის მიხედვით განასხვავებენ საშინაო და საკლასო დავალებებს, ხოლო ფორმის მიხედვით - ვერბალურ (პრეზენტაცია), წერით (თემის დაწერა) და ქმედით (სპექტაკლის დადგმა, ექსპერიმენტის ჩატარება) დავალებებს.


[რედაქტირება] წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის როცეს

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები