შეფასების მიზანთან შესაბამისობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შეფასების მიზანთან შესაბამისობა (ვალიდურობა)''' - [[შეფასება (...) |
მიმდინარე ცვლილება 17:59, 18 იანვარი 2022 მდგომარეობით
შეფასების მიზანთან შესაბამისობა (ვალიდურობა) - შეფასება ზუსტად უნდა ზომავდეს იმას, რის შესაფასებლადაც ის არის განსაზღვრული. შეფასების მიზანს წარმოადგენს შედეგის გაზომვა, ამიტომ შეფასების მეთოდი უნდა შეირჩეს მიზნის შესატყვისად. მაგალითად, თუ შეფასების მიზანია მსჯელობის უნარის შემოწმება, ხოლო დავალება მიმართულია ფაქტობრივი ცოდნის შეფასებაზე, მაშინ ამ დავალებით მსჯელობის უნარს ვერ გავზომავთ. მსჯელობის უნარის გასაზომად მოსწავლეს უნდა დავუსვათ კითხვა, რომლის მიხედვითაც მას მოუწევს გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის ჩამოყალიბება და დასაბუთება (თუ ფაქტების შეფასება სასწავლო მასალაში არ არის მოცემული).