შეფასების მრავალკომპონენტიანობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შეფასების მრავალკომპონენტიანობა''' - მრავალკომპონენტიანი ...) |
მიმდინარე ცვლილება 18:50, 18 იანვარი 2022 მდგომარეობით
შეფასების მრავალკომპონენტიანობა - მრავალკომპონენტიანი შეფასება გულისხმობს იმას, რომ შეფასების თითოეული მეთოდი უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეების შეფასებას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმები იმ მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარეობს, რასაც მასწავლებელი ისახავს რომელიმე თემის შესწავლისას ან უნარ-ჩვევების გასავითარებლად. მაგალითად, მოსწავლის მიერ დაწერილი თხზულება შეიძლება შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ზოგადი შინაარსის ორგანიზება, კრიტიკული აზროვნება, ანალიზის სიღრმე, ენობრივი გამართულობა.