ბადრიძე დავით
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Badrize daviT.jpg|მარჯვნივ|200პქ]] | [[ფაილი:Badrize daviT.jpg|მარჯვნივ|200პქ]] | ||
| − | '''ბადრიძე დავით გიორგის ძე''' - (23. III. 1899, ქუთაისი, – 26.I.1987, მოსკოვი), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიული ტენორი) და პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიის]] პროფესორი. | + | '''ბადრიძე დავით გიორგის ძე''' - (23. III. 1899, ქუთაისი, – 26.I.1987, მოსკოვი), [[ქართველები|ქართველი]] მომღერალი (ლირიული [[ტენორი (ხმა)|ტენორი]]) და პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. [[თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიის]] პროფესორი. |
დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტი (1924) და თბილისის კონსერვატორია (1926, პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წელს შედგა მისი დებიუტი [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის საოპერო თეატრის]] სცენაზე (ჰერცოგი - [[ვერდი ჯუზეპე|ვერდის]] „რიგოლეტო“), სადაც მღეროდა 1934-მდე. 1934-36 იყო სვერდლოვსკის, 1936-44 კვლავ თბილისის 1944-48 სსრკ [[დიდი თეატრი|დიდი თეატრის]] [[სოლისტი]]. 1952-იდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუს. პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-58 როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ფხენიანი) და [[ვიეტნამი|ვიეტნამის]] დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი). 1962-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-70 მოღვაწეობდა კაიროს კონსერვატორიაში. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). | დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სამედიცინო ფაკულტეტი (1924) და თბილისის კონსერვატორია (1926, პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წელს შედგა მისი დებიუტი [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის საოპერო თეატრის]] სცენაზე (ჰერცოგი - [[ვერდი ჯუზეპე|ვერდის]] „რიგოლეტო“), სადაც მღეროდა 1934-მდე. 1934-36 იყო სვერდლოვსკის, 1936-44 კვლავ თბილისის 1944-48 სსრკ [[დიდი თეატრი|დიდი თეატრის]] [[სოლისტი]]. 1952-იდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუს. პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-58 როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ფხენიანი) და [[ვიეტნამი|ვიეტნამის]] დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი). 1962-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-70 მოღვაწეობდა კაიროს კონსერვატორიაში. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1950). | ||
13:03, 24 იანვარი 2022-ის ვერსია
ბადრიძე დავით გიორგის ძე - (23. III. 1899, ქუთაისი, – 26.I.1987, მოსკოვი), ქართველი მომღერალი (ლირიული ტენორი) და პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1924) და თბილისის კონსერვატორია (1926, პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე (ჰერცოგი - ვერდის „რიგოლეტო“), სადაც მღეროდა 1934-მდე. 1934-36 იყო სვერდლოვსკის, 1936-44 კვლავ თბილისის 1944-48 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი. 1952-იდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუს. პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-58 როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი). 1962-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-70 მოღვაწეობდა კაიროს კონსერვატორიაში. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1950).
შესრულებული აქვს მრავალი მთავარი პარტია:
- ჰერცოგი და ალფრედი (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“),
- მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“),
- მეურმე (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“),
- ერეკლე (ვ. გოკიელის „პატარა კახი“),
- კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“),
- ჰოფმანი (ჟ. ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“) და სხვ.
გადაღებულია კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ (1944, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950). ა. წულუკიძე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი