პატარა ფლეიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პიკოლო ფლეიტა“ გადაიტანა გვერდზე „პატარა ფლეიტა“ გადამისამარ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
[[კატეგორია:სასულე საკრავები]] | [[კატეგორია:სასულე საკრავები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფლეიტა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:45, 27 იანვარი 2022 მდგომარეობით
პატარა ფლეიტა, პიკოლო ფლეიტა — ჩასაბერი სასულე საკრავი, ჩვეულებრივ ფლეიტაზე ორჯერ მცირე და შესაბამისად უფრო ვიწრო. ჟღერს ოქტავით ზემოთ დაწერილთან შედარებით. ყველაზე მაღალ რეგისტრში ჟღერს გამყივანად, გამოიყენება სხვა ხის ჩასაბერ საკრავთა ბგერათა რიგის გასაგრძელებლად აღმავალი მიმართულებით და ანიჭებს საერთო ჟღერადობას ბრწყინვალებას. თანამედროვე კომპოზიტორების მიერ გამოიყენება არამარტო პასაჟებში, არამედ კანტილენისათვისაც. დიაპაზონი ჩაწერით I ოქტავის „რე“-დან IV ოქტავის „დო-მდე“ ვრცელდება (ჟღერს II ოქტავის „რე“-დან V ოქტავის „დო-მდე“).