ლარნაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას.
+
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 
[[კატეგორია:ჭურჭელი]]
 +
[[კატეგორია:საეკლესიო ჭურჭელი]]

20:24, 29 იანვარი 2022-ის ვერსია

ლარნაკი - წმინდანთა ნაწილების დასაცავი ურნა, ვაზა, ყუთი. ილარიონ ქართველის გარდაცვალების შემდგომ „შემსგავსებულნი გალობითი დაკრძალეს ხორცნი იგი მოღვაწისანი, ხოლო საღმრთონი იგი ნაწილნი წმიდისა ილარიონისნი, საღმრთოდ შებურნეს და პატიოსნად დაკრძალეს ლარნაკსა შინა ქვისასა და დადგეს ეგუტერს შინა საყოფელსა მისსა“. თავად ილარიონმა დავით გარეჯელის წმინდა ნაწილებისათვის „შეჰქმნა ლარნაკი მშვენიერი, რომელსა შინა აწ მდებარენი არიან პატიოსანნი ნაწილნი წმიდისა მამისა დავითისნი“, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ბასილი ამბობს: „მოვიწიე ზედა წმიდისა სამარხვოსა მისს და ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მოიღებდეს დღითი-დღე კურნებასა, ამისთვისცა ბრძანებითა უფალთაითა ხელ ვყავ შევმზადე ლარნაკი ქვისაი და აღვაღე საფლავსა მისსა და დავსხენ წმინდა ნაწილები ლარნაკსა შინა ახალსა და აღვმართეთ მას ზედა ჯვარი“. სამივე შემთხვევა ადასტურებს, რომ ლარნაკი არის მიცვალებულის წმინდა ნაწილების დასაცავი ყუთი, ურნა, ვაზა, რომელიც კეთდებოდა ქვისაგან, ხისაგან, ძვირფასი მეტალისგან, იდგმებოდა საფლავზე, ეკვდერში ეკლესიაში და წარმოადგენდა მორწმუნეთა სათაყვანებელ ობიექტს. მოგვიანებით, ლუსკუმისა და ლარნაკის მიბაძვითაა წარმოშობილი საფლავის ლოდის, როგორც ლუსკუმის განსახიერების და მასზე აღმართული მატურის - როგორც ლარნაკის იდენტიფიკაციის წესი, რამაც მოგვცა კომბინირებული საფალვის ძეგლი.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები