აბაშიძე გრიგოლ (1913-1994)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გრიგოლ გრიგოლის აბაშიძე '''გრიგოლ გრიგ...)
 
(წყარო)
ხაზი 25: ხაზი 25:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
[[კატეგორია:ქართველი პოსტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ესეისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ესეისტები]]
 +
[[კატეგორია:აბაშიძეები]]

17:49, 16 თებერვალი 2022-ის ვერსია

გრიგოლ გრიგოლის აბაშიძე

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე — (1913-1994), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი. დაიბადა სოფელ რგანში (ჭიათურა); 1931 წელს დაამთავრა თბილისის საშუალო სასწავლებელი, 1936 წელს კი - თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ორი წლით სწავლა განაგრძო მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო განყოფილებაზე. პირველი ლექსები 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრებული — 1938 წელს. 1945 წელს დაიბეჭდა მისი კრებული „დროშები“, ხოლო 1948 წელს კრებული — „ჯაჭვგაუხდელი“. 1946 წელს ალექსანდრე აბაშელთან ერთად დაწერა საბჭოთა საქართველოს ჰიმნის ტექსტი. მისი ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975) წარმოსახავს ქართველი ხალხის ცხოვრებას XIII საუკუნის პირველ ნახევარში. თარგმნილი აქვს შანდორ პეტეფის, მიხაი ემინესკუს, ხრისტო ბოტევის, ნიზამი განჯელის და სხვა პოეტების ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


განმეორდება
ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა, რაღაც გულით რომ გწამდეს,
და სადღაც კიდევ რაღაცის გჯერა.
გჯერა, რომ ფესვებს წლები არ უშლის,
ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად...
ლექსში, შვილებში და სიყვარულში
ჩვენი სიცოცხლე განმეორდება.
განმეორდება, ურწმუნო ნუ ხარ,
(რწმენის დაკარგვა შესაზარია!)
ბედნიერია, ბრმად ვისაც უყვარს
და მორწმუნენი ნეტარ არიან.
განმეორდება, რაც გიმგზავრია,
რაც გიპოვნია, რაც გაგფრენია!
მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,
გულდასაწყვეტიც არაფერია!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები