ანზორ აბესაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბესაძე ანზორ''' − (1942 − 1978), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მუხუ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბესაძე ანზორ“ გადაიტანა გვერდზე „ანზორ აბესაძე“) |
19:01, 16 თებერვალი 2022-ის ვერსია
აბესაძე ანზორ − (1942 − 1978), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მუხურაში (ტყიბული), პედაგოგების ოჯახში. 1959 წელს დაამთავრა მუხურის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამავე წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები წყალტუბოსა და ტყიბულში გამომავალ გაზეთებში. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტყიბულის მე-2 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ასევე მოღვაწეობდა ტყიბულის წიგნს მოყვარულთა საზოგადოებაში. 1986 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული: „თვალმოკრული საწუთრო”.
- იმერეთი
- თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს,
- მდინარეები ისევ გიჟობენ;
- შემოვლებია ზურმუხტის ზოლად
- მწვანე ეზოებს ტირიფის ღობე.
- ცის ლაჟვარდიდან მზე იხედება,
- მზე იხედება კაცის გულიდან;
- ფრთას ისწორებენ თეთრი გედები
- და ოხშივარი ასდის ხნულიდან.
- აქ ყველაფერში მზეა უთვლელი,
- აქ ყველა გული მეოცნებეა...
- და არსებობის მოკლე წუთები
- მარადისობას ეფიცხებიან.
- თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს,