კირის საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კირის საღებავი“ გადაიტანა გვერდზე „საღებავი კირის“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საღებავი კირის“ გადაიტანა გვერდზე „კირის საღებავი“ გადამისამა...) |
მიმდინარე ცვლილება 03:09, 18 თებერვალი 2022 მდგომარეობით
კირის საღებავი – კალციუმის ნაერთი წყალთან. საღებავის დასამზადებლად გამოიყენება კირქვის გამოწვით მიღებული კირი, რომელსაც აქრობენ წყალში და მისგან ამზადებენ კირის საღებავსა და ბათქაშს. კირის საღებავი გამოირჩევა კარგი სინათლემედეგობით, ხანგამძლეობით, სიიაფით. წყალშეკავებადობის ასამაღლებლად საღებავს დამზადების პროცესში უმატებენ სპეციალურ დანამატებს: კალციუმის ქლორიდს, სუფრის მარილს, ალუმინის შაბს. თეთრისაგან განსხვავებული ფერის მისაცემად შესაძლებელია არაორგანული პიგმენტის გამოყენება.