ამირიძე ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამირიძე ვასილ“ გადაიტანა გვერდზე „ვასილ ამირიძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვასილ ამირიძე“ გადაიტანა გვერდზე „ამირიძე ვასილ“ გადამისამარ...) |
16:54, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
ამირიძე ვასილ – (1933), დაიბადა ამირთკარში (ახლანდელი ამირნი, დუშეთი). 1952 წელს დაამთავრა ფასანაურის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1957 წელს დაამთავრა და განაწილებით მუშაობა დაიწყო გორის რაიონში, ტყვიავის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში. პენსიაში გასვლამდე (2012) იგი სხვადასხვა სამეურნეო საქმით იყო დაკავებული და პარალელურად ეწეოდა პოეტურ მოღვაწეობასაც.
- * * *
- დამიგდო წუთის სოფელმა
- წელში მომგრიხა კავივით.
- სიცოცხლის ყავლი ილევა
- აქა-იქ ვჩხავი ყვავივით.
- უქმად გავლიე საწუთრო
- გვიან არს თითზე კბენანი,
- დაბლა მე არა ვვარგოდი
- არცა მწყალობდნენ ზენანი.
- გარდუვალს ვუმზერ, წინ მიდგას
- „იქ“ წამსვლელთ დამწესებელი,
- ხელში უჭირავს მახვილი
- სიცოცხლის დამსრულებელი.
- მალე, ალბათ, თავს წამაცლის,
- გზას მიმასწავლის შავეთის.
- წერილებს მოვიწერები
- თუ იქ „მშვიდობით“ – „შავედი...“