ახალაია მარიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ახალაია მარიკა“ გადაიტანა გვერდზე „მარიკა ახალაია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარიკა ახალაია“ გადაიტანა გვერდზე „ახალაია მარიკა“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:59, 19 თებერვალი 2022 მდგომარეობით

მარიკა ახალაია

ახალაია მარიკა – (1980), ქართველი პოეტი. დაიბადა ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტი. ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ლექსი (აფხაზეთზე) გამოაქვეყნა ჟურნალ „იალქანში”. გამოქვეყნებული აქვს ლექსები ჟურნალ „ცისკარში”, გაზეთებში – „დიოსკურია” და „ლიტერატურული საქართველო”, თანამედროვე პოეზიის მრავალტომეულში – „მზის არილი”.


* * *
ვინ თქვა, რომ დრო კურნავს,
ან თუნდაც აყუჩებს,
ტკივილებს გაჩენილს, ჩაკირულს ფენებად.
თევზივით გავბერავთ, უსიტყვოდ, ლაყუჩებს
და ვითმენთ ბოლომდე, ვიდრე გათენდება...
მოგონილ სილაღით გავდივართ ეკლიან
გზებსა და ბილიკებს თითქოს არ ვნებდებით.
დაგროვილ ტკივილზე თვალები გვეტყვიან,
როცა გავყუჩდებით, როცა შევჩერდებით.
იქნება გვიანი, როდესაც მივხვდებით —
ტკივილი არ მიდის და აღარც ნელდება...
ცოტათი ვმშვიდდებით და მერე ვნებდებით...
სანამ გათენდება... სანამ გათენდება...


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები