ბარნაბიშვილი მერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბარნაბიშვილი მერი''' – (1937 – 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Meri barnabishvili.JPG|thumb|მერი ბარნაბიშვილი]] | ||
'''ბარნაბიშვილი მერი''' – (1937 – 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ქვემო ბოდბეში (სიღნაღი). 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1961 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. პროფესიით იყო ექიმი-პედიატრი. მუშაობდა თიანეთის და სიღნაღის რაიონების სოფლებში ექიმად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის” 1965 წლის მე-7 ნომერში. გამოცემულია აქვს რამდენიმე კრებული, მათ შორის – „მე ზეთისხილის რტოს მოგიტან” (1966), „თეთრი შროშნები” (1987), „თუ რამე ძალმიძს” (1992). | '''ბარნაბიშვილი მერი''' – (1937 – 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ქვემო ბოდბეში (სიღნაღი). 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1961 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. პროფესიით იყო ექიმი-პედიატრი. მუშაობდა თიანეთის და სიღნაღის რაიონების სოფლებში ექიმად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის” 1965 წლის მე-7 ნომერში. გამოცემულია აქვს რამდენიმე კრებული, მათ შორის – „მე ზეთისხილის რტოს მოგიტან” (1966), „თეთრი შროშნები” (1987), „თუ რამე ძალმიძს” (1992). | ||
14:17, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია
ბარნაბიშვილი მერი – (1937 – 2002), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ქვემო ბოდბეში (სიღნაღი). 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1961 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. პროფესიით იყო ექიმი-პედიატრი. მუშაობდა თიანეთის და სიღნაღის რაიონების სოფლებში ექიმად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის” 1965 წლის მე-7 ნომერში. გამოცემულია აქვს რამდენიმე კრებული, მათ შორის – „მე ზეთისხილის რტოს მოგიტან” (1966), „თეთრი შროშნები” (1987), „თუ რამე ძალმიძს” (1992).
- * * *
- აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
- ამიღეს თქმით და იჭვით,
- არც სიყვარული არ მაპატიეს,
- არც სიყვარულის ნიჭი.
- ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
- არვისთვის არვინ იღწვის,
- ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს,
- და შეურაცხყოფ იჭვით.
- აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
- ამიღეს თქმით და იჭვით,
- არც სილამაზე არ მაპატიეს,
- არც სილამაზის ნიჭი.