ბუაჩიძე ანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუაჩიძე ანდრო“ გადაიტანა გვერდზე „ანდრო ბუაჩიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანდრო ბუაჩიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბუაჩიძე ანდრო“ გადამისამარ...)

13:38, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია

ანდრო ბუაჩიძე

ბუაჩიძე ანდრო − (1957), პოეტი, ესეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი. 1979 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „საუბარი წყვდიადში“ (1997), „ელნათურები“ (2004); თარგმნილი აქვს რუსული პოეზიის საუკეთესო წარმომადგენელთა პოეზიის ნიმუშები.


ფითრის ფარაჯა
გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მობეზრდა, ალბათ, მთვარეს ბოგინი,
შემშინებია გულის გაგლეჯვის.
აქვე ცხოვრობენ, აქვე არიან,
ამ ჩემი დარდის მოწილადენი,
ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია,
უკვე ბევრია, ღმერთო... რამდენი!
გამღვიძებია კვლავაც ლოგინში
და თავზე ღამე დამთენებია,
მომბეზრებია სიზმრად ბოგინი,
მერე მიმხვდარვარ: არ მძინებია;
ეს რა მიქნია, რა მიცხოვრია,
ცხოვრება ხელში გამცურებია,
და მერე აღარც დამხსომებია,
რა მყვარებია, რა მძულებია.
გამღვიძებია ღამე ლოგინში,
შემომყინვია მთვარე სახეში,
მუდამ უძილო და ძილმოგვრილი
მოლოდინში ვარ გულის გაგლეჯვის.
ღმერთო, ეს მთვარე ჩემს ფანჯარასთან
თვალივით ელავს და იწკურება,
როდის გაიხდის ფითრის ფარაჯას
და როგორ შევძლებ ამის ყურებას.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები