გვასალია რუსუდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:ქართველი მევიოლინეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მევიოლინეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამსახურებული არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამსახურებული არტისტები]]
 +
[[კატეგორია:გვასალიები]]

00:43, 26 თებერვალი 2022-ის ვერსია

გვასალია რუსუდან კირილეს ასული - (27. IX. 1953, თბილისი), მევიოლინე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1972). მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის (1973, პარიზი, გრან-პრი) და პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1974, მოსკოვი, II პრემია) ლაურეატი.

1969 დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედი (პროფ. ლ. შიუკაშვილის კლასი), 1970-74 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფ. დ. ოისტრახის კლასი). ჯერ კიდევ მოსწავლემ 1969 ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში გაიმარჯვა და I პრემია მოიპოვა. 1975-იდან მართავს კონცერტებს. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. 1987-იდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ხელოვანთა საერთაშორისო კურსებზე (გერმანია, ქ. ფრანკენთალი). მისი დაკვრა გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმით, არტისტიზმით. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

რუსუდან გვასალია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები