გვასალია ლაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Lasha gvasalia.PNG|thumb|ლაშა გვასალია ]] | ||
'''გვასალია ლაშა''' – (1973), მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ პირველ გურიფულში (ხობი). 1989 წელს დაამთავრა ხობის #1 საშუალო სკოლა, 1995 წელს კი _ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]. გამოცემული აქვს 8 პოეტური და პროზაული კრებული. | '''გვასალია ლაშა''' – (1973), მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ პირველ გურიფულში (ხობი). 1989 წელს დაამთავრა ხობის #1 საშუალო სკოლა, 1995 წელს კი _ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]. გამოცემული აქვს 8 პოეტური და პროზაული კრებული. | ||
00:45, 26 თებერვალი 2022-ის ვერსია
გვასალია ლაშა – (1973), მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ პირველ გურიფულში (ხობი). 1989 წელს დაამთავრა ხობის #1 საშუალო სკოლა, 1995 წელს კი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოცემული აქვს 8 პოეტური და პროზაული კრებული.
- ჩემი სოფელი
- ჯორკოზე იჯდა ბაბუაჩემი
- და გაჰყურებდა შორეთს მდუმარი,
- ცაზე ღრუბლების ცურავდა გემი -
- მიუწვდომელი ლურჯი სტუმარი...
- სევდიანობდა ეზო და კარი,
- ძაღლსაც თათებში თავი ჩაერგო,
- ეზინთებოდა ქვა-ღობეს ხარი,
- მე კი პატარას ვეღარ გამეგო -
- რა სატკივილო მოგვენთო ასე,
- ბებო უსიტყვოდ მჭადის ფქვილს ცრიდა,
- და ირგვლივეთი ღიმილით სავსე
- ჩამოღრუბლდა და მეჩვენა ციდად!..
- შევიტყვე მერე, ძილისწინ მგონი,
- მეზობელს თურმე მოუკვდა ბიძა,
- და მდუმარებდა ესე სოფელი -
- წეს-ჩვეულების მორდუ და ძიძა!..