დავითაძე ემენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ემენ დავითაძე“ გადაიტანა გვერდზე „დავითაძე ემენ“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:27, 28 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ემენ დავითაძე

დავითაძე ემენ – (1947), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ გოგაძეებში (შუახევი). 1963 წელს დაამთავრა ხულოს საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1972 წელს კი – თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს ოცდაათამდე წიგნი, ავტორია ათეულობით მეცნიერული ნაშრომისა, მონოგრაფიებისა, პირველმა შეკრიბა და გამოსცა ჯერ აჭარის სახალხო მელექსეთა კრებული „ჩამოთქვი ჩემო ჩონგურო“, ხოლო შემდეგ „აჭარის სახალხო მელექსეთა ანთოლოგია“.


მზეა, თოვლია
აუ, რამდენი სხივი თამაშობს,
რამდენ მარგალიტს გააქვს კრიალი.
თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
გულში რომ სიმმა გაიწკრიალოს.
თქვით, გასაკვირი რაა ამაში,
ლექსი და კაცი – ორნი ვინთებით.
ხეზე ტოტები ჩანან მარმაშა,
როგორც ზღაპრული ორნამენტები.
ასი ათასი ლალის მფლობელი,
ველზე ვდგავარ და ვგავარ გოლიათს.
მზიდან სხივების ტალღა მოღელავს,
ჩემსკენ მოღელავს? – არა მგონია.
ასი ათასი ლალის მფლობელი
მიწა ვარ, ცა ვარ, მზეა, თოვლია...
მზიდან სიცოცხლის ტალღა მოღელავს,
მე რა მგონია, მე რა მგონია?!

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები