ვარშანიძე მამია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მამია ვარშანიძე“ გადაიტანა გვერდზე „ვარშანიძე მამია“ გადამის...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mamia varshanidze.PNG|thumb|მამია ვარშანიძე]] | ||
'''ვარშანიძე მამია''' – (1916 – 1998), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ურეხში (ხელვაჩაური). 1954 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1933 წლიდან. პირველი წიგნი „მებრძოლის სიმღერები“ 1946 წელს გამოაქვეყნა ბათუმში. მის კრებულთა შორის გამოირჩევა: „ჩემო სამშობლოვ“ (1950), „სიცოცხლის წყარო“ (1953), „მთის ყვავილები“ | '''ვარშანიძე მამია''' – (1916 – 1998), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ურეხში (ხელვაჩაური). 1954 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1933 წლიდან. პირველი წიგნი „მებრძოლის სიმღერები“ 1946 წელს გამოაქვეყნა ბათუმში. მის კრებულთა შორის გამოირჩევა: „ჩემო სამშობლოვ“ (1950), „სიცოცხლის წყარო“ (1953), „მთის ყვავილები“ | ||
(1955), „შენ მზეს ვფიცავ“ (1957), „ჩემი ტაძარი“ (1960), „ფიცი“ (1970), „იმღერე გულო“ (1972). შეადგინა აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების კრებული „მამულო საყვარელო“ (1971). გამოცემაში „თარგმნილი ლექსები“ (1971) შესულია უკრაინელი, | (1955), „შენ მზეს ვფიცავ“ (1957), „ჩემი ტაძარი“ (1960), „ფიცი“ (1970), „იმღერე გულო“ (1972). შეადგინა აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების კრებული „მამულო საყვარელო“ (1971). გამოცემაში „თარგმნილი ლექსები“ (1971) შესულია უკრაინელი, | ||
00:08, 2 მარტი 2022-ის ვერსია
ვარშანიძე მამია – (1916 – 1998), მთარგმნელი, პოეტი. დაიბადა სოფელ ურეხში (ხელვაჩაური). 1954 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქციაში პასუხისმგებელ მდივნად. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1933 წლიდან. პირველი წიგნი „მებრძოლის სიმღერები“ 1946 წელს გამოაქვეყნა ბათუმში. მის კრებულთა შორის გამოირჩევა: „ჩემო სამშობლოვ“ (1950), „სიცოცხლის წყარო“ (1953), „მთის ყვავილები“ (1955), „შენ მზეს ვფიცავ“ (1957), „ჩემი ტაძარი“ (1960), „ფიცი“ (1970), „იმღერე გულო“ (1972). შეადგინა აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების კრებული „მამულო საყვარელო“ (1971). გამოცემაში „თარგმნილი ლექსები“ (1971) შესულია უკრაინელი, რუსი, აფხაზი, თურქი პოეტების ნაწარმოებთა მისეული თარგმანები. აღსანიშნავია კრებულები: „ჩემი ოცნების მდინარეები“ (1980), „ჩემი დედულეთი“ (1980), „მებრძოლის სიმღერები“ (1981), ასევე ლიტერატურული წერილები „ჩემი გულისთქმა“ (1983). იყო II მსოფლიო ომის მონაწილე.