საჭმელი ხარისფაშვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: საჭმელი ხარისფაშვა === საჭმელი ხარი...)
 
(მომხმარებელმა Malania გვერდი „საჭმელი ხარისფაშვა“ გადაიტანა გვერდზე „ხარისფაშვა საჭმელი“)

14:12, 9 მარტი 2022-ის ვერსია

საჭმელი ხარისფაშვა

საჭმელი ხარისფაშვა

Morchella esculenta Fr.

Сморчок настоящий

ქუდი – 3-10 სმ სიმაღლისა და 2-4 სმ სიგანისაა; კვერცხისებრია ან ელიფსისებრი, სიგრძივ და განივ ნაოჭიანია, რის გამოც ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგმიწისფერ-მურა ან მურა;

ფეხი – 3-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებულია, ფუყე; მოთეთროა ან მოყვითალო.


სპორები – ელიფსური ფორმის ზომით, 18-24X10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენიალური შრე, რომელიც შედგება ცილინდრულ ჩანთებისაგან ზომით 300-350X15-17 მკმ. თითოეულ ჩანთაში 8 სპორაა მოთავსებული.

იზრდება ნიადაგსა და ღია ადგილებზე ფოთლოვან ტყესა და პარკებში ზაფხულობით. პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე საჭიროა წვრილად და ჭრა და 5-10 წთ მდუღარე წყალში გათუთქვა, წყალი უნდა გადაიღვაროს.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები