ჯგუფურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ჯგუფურა''' (''ლათ''. Lyophyllum decastes (Fr.) Sing. ''რუს''. Рядовка ску...) |
მიმდინარე ცვლილება 15:21, 14 მარტი 2022 მდგომარეობით
ჯგუფურა (ლათ. Lyophyllum decastes (Fr.) Sing. რუს. Рядовка скучённая)
ქუდი – 5-10 სმ დიამეტრისაა, ბრტყლად ამოზნექილია, არასწორი სადა, მშრალი ზედაპირით; მონაცრისფროა, მონაცრისფრო-ყავისფერი, მუქჟანგ-მიწისფერი ყავისფრამდე. ფირფიტები შეზრდილი ან დაღმავალი, ხშირი, თეთრი, შემდეგ – მოყვითალო.
ფეხი – 5-12X1-2 სმ, ცილინდრული ან ძირისკენ მსხვილდება, მოთეთრო.
რბილობი – თეთრია, გემო და სუნი სასიამოვნო აქვს.
სპორები – 5-6 მკმ, ბურთისებრია, უფერული. სპორების მტვერი – თეთრი.
იზრდება ტყის, გზის პირებზე, პარკებში, საძოვრებზე და ა.შ. ჯგუფად, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, დამწნილებული, დამუჟუჟებული.