რუხი ლივლივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''რუხი ლივლივა''' (''ლათ''. Amanita vaginata (Fr.) Vitt. ''რუს''. Поплаво...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:10, 15 მარტი 2022 მდგომარეობით

Rukhi.PNG

რუხი ლივლივა (ლათ. Amanita vaginata (Fr.) Vitt. რუს. Поплавок серый)

ქუდი – 4-15 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ კი გაშლილი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, ზედაპირზე თეთრი ფიფქები აქვს განვითარებული, რომლებიც მომწიფებისთანავე ქრება, კიდეები დაღარულ-ზოლიანია, ნაცრისფერია ან მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ფირფიტები თეთრია.

ფეხი – 8-20 სმ სიგრძისაა და 0,5-1 სმ სისქისა, ტიტველი ან ფიფქო ვანიზედაპირით, საყელოს გარეშე, ძირში გაბერილია და ჩასმულია პარკისებრ ვოლვაში.

სპორები – სფეროსებრია, უფერული, 10-12 მკმ. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვიან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ახალი.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები