ჯიმლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:სოკოები]] | [[კატეგორია:სოკოები]] | ||
| − | [[კატეგორია: ბაზიდიანი | + | [[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]] |
[[კატეგორია:საჭმელი სოკოები]] | [[კატეგორია:საჭმელი სოკოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:41, 15 მარტი 2022 მდგომარეობით
ჯიმლა (წკრიალა სოკო)(ლათ. Marasmius oreades (Fr.) Fr. რუს. Опёнок луговой)
ქუდი – 2-5 სმ დიამეტრისაა, ჯერ კონუსისებრია, შემდეგ – ბრტყელი, შუაში ბორცვაკი ახასიათებს, კიდეები დაღარულია, ტიტველი ზედაპირით, მოყვითალო ყავისფერია. ფირფიტები მეჩხრადაა განწყობილი, თავისუფალი, მკრთალია.
ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 0,2-0,4 სმ სისქისაა, სწორია, ოდნავ ხრტილოვანი, მკვრივი, ქუდისფერია.
რბილობი – მკრთალი მოყვითალო, სოკოს სასიამოვნო სუნით.
სპორები – კვერცხისებრი, წაგრძელებული ბოლოთი, უფერული, 7-10X4-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყის პირებში, საძოვრებზე, მდელოებზე. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.
გამოყენება საჭმელად ახალი და გამშრალი.