მტრედიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''მტრედიო''' (''ლათ''. Russula aeruginea lindbl. Ex. ''რუს''. Сыроежка зе...) |
მიმდინარე ცვლილება 12:22, 17 მარტი 2022 მდგომარეობით
მტრედიო (ლათ. Russula aeruginea lindbl. Ex. რუს. Сыроежка зелёная)
ქუდი – 10 სმ დიამეტრისაა, ჯერ მრგვლად ამობურცული, შემდეგ – ჩაშლილი და შუაში ჩაღრმავებული, ზედაპირი წებოვანია, ტიტველი, კიდეები დაღარულია, ღია მწვანეა ან ნაცრისფერ-მომწვანო. ფირფიტები თეთრია.
ფეხი – 4-7 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია, თეთრი.
რბილობი – თეთრი, ხელის დაჭერისას მუქდება.
სპორები – ელიფსისებრია, ხორკლიანი ზედაპირით 8-10X6-8 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარებში, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, დამწნილებული და გამშრალი.